ხელოვნური ბეწვი თვალისმომჭრელია და ხშირად რთულია მისი გარჩევა ნამდვილი ბეწვისგან. ამ მასალისგან დამზადებული ტანსაცმელი და აქსესუარები მოდაშია: სულ უფრო ნაკლებად იყენებენ ისეთ ბეწვს, როგორიცაა სიასამური, წაულა, შინშილა და სხვა, მოდის ისეთი ტენდენციის სასარგებლოდ, რომელიც არა მხოლოდ დახვეწილია, არამედ ეკოლოგიურად მდგრადი და ეთიკურად გამართლებულია. გასაგებია, მაგრამ რა უნდა გააკეთოთ, თუ თქვენს რჩეულ ნივთს გასუფთავება სჭირდება? ფუმფულა ქსოვილისგან დამზადებული ახალი ტანსაცმელი ან სახლის დეკორი დიდი ხნის მანძილზე შესანიშნავად რომ გამოიყურებოდეს, მნიშვნელოვანია, იცოდეთ, როგორ გარეცხოთ ხელოვნური ბეწვი.
როგორც სახელიდან ჩანს, მასალა ხელოვნურად იწარმოება. ამობურცულზოლებიანი ქსოვილისა და ველვეტის მსგავსად, ის ხაოიანი ქსოვილების კატეგორიას მიეკუთვნება. განსაკუთრებით საყურადღებოა: ქსოვილისთვის სამგანზომილებიანი სტრუქტურის მისაცემად წარმოებისას ინტეგრირდება მესამე ძაფის სისტემა, რომელიც მარჯვენა მხარეს ხაოს ქმნის. საბაზისო ქსოვილი, ჩვეულებრივ, ბამბისგან მზადდება, ხაოსთვის კი გამოიყენება სინთეზური ნართი, მაგალითად, პოლიესთერი. ის საბაზისო ქსოვილში დაიტანება ისე, რომ საყრდენ მხარეზე მარყუჟები ფორმირდება. წარმოების მომდევნო ეტაპზე, ისინი იჭრება, ზემოთკენ ხაოიანდება და იკრიჭება საჭიროებისამებრ. ხაოს გაცვენის თავიდან ასაცილებლად ქსოვილის უკანა მხარეს დაიტანება ელასტიკური წებო. ამგვარად, ხელოვნურ ბეწვის დიზაინის ვარიანტები უსასრულოა. ხელოვნური ბეწვი ისეთივე რბილი შეიძლება იყოს, როგორც ბამბის შიგთავსი ან ისეთივე ხავერდოვანი, როგორც პლუშის დათუნია. ასეთივე რომ შეინარჩუნოთ, მნიშვნელოვანია, ხელოვნური ბეწვის გარეცხვისას გარკვეული წესებით იხელმძღვანელოთ.
ხელოვნური ბეწვის გასუფთავების რამდენიმე მეთოდი არსებობს: ის შეიძლება სარეცხ მანქანაშიც გაირეცხოს და ხელითაც. უმჯობესია, გაეცნოთ მწარმოებლის რეკომენდაციებს, რომლებიც დატანილია ეტიკეტზე მოვლისთვის.
- რეცხვის ციკლის დაწყებამდე ამოაბრუნეთ ქსოვილი შიდა მხრიდან. ამგვარად, პლუშის მასალა დაცული იქნება.
- თუ ხელოვნური ბეწვის სარეცხ მანქანაში განთავსებას გადაწყვეტთ, აირჩიეთ ზომიერი ციკლი მაქსიმუმ 30°C-მდე. გაითვალისწინეთ, რომ თუნდაც 60°C ქსოვილის შეუქცევად დეფორმირებას გამოიწვევს.
- შეამცირეთ ბრუნვის სიჩქარე და აირჩიეთ დატრიალების გამოტოვება. ამგვარად ფაქიზ ქსოვილებს გაუფრთხილდებით.
- როცა გავლების ციკლის დასრულების შემდეგ ტანსაცმელს ან ხელოვნური ბეწვის აქსესუარს სარეცხი მანქანიდან ამოიღებთ, შეახვიეთ პირსახოცში ან რამდენჯერმე წინ და უკან დაგრაგნეთ. ამგვარად პირსახოცი სითხეს შეიწოვს.
- ამის შემდეგ გააქანავეთ ქსოვილი, ხელოვნური ბეწვი რომ ჯგუფ-ჯგუფად არ მოგროვდეს, და მოაქციეთ სათანადო ფორმაში.
შესაძლოა, მწარმოებელი მკაფიოდ ხელით რეცხვას ითხოვდეს. ამ შემთხვევაში პროცედურისთვის გამოიყენეთ ნიჟარა ან ცივი თუ ნელთბილი წყლით სავსე პლასტმასის ყუთი.
- დაამატეთ ხელით სარეცხი საშუალება და დაელოდეთ ქაფის წარმოქმნას.
- ჩაალბეთ ხელოვნური ბეწვი 15-დან 20 წუთამდე, შემდეგ კი საგულდაგულოდ გაავლეთ ცივი წყალი რამდენჯერმე.
- ბოლო გავლებისას წყალს შეგიძლიათ დაამატოთ ქსოვილის დამარბილებელი, მაგალითად, Vernel.
ხელოვნური ბეწვის ქურთუკის ელექტრო საშრობში განთავსება არც ისე კარგი აზრია! საშრობი გრილ რეჟიმზეც რომ იყოს დაყენებული, ისინი ერთმანეთს მაინც ვერ შეეწყობიან. დოლურის საშრობის მიერ წარმოქმნილი სითბო და ხახუნი ფაქიზ ხაოიან ქსოვილებს ანადგურებს. ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი შეიძლება თავად მოწყობილობაც გააფუჭოთ. გაშრობამ უსასრულოდ დიდი დრო რომ არ წაიღოს, გარეცხვის შემდეგ გაახვიეთ ხელოვნური ბეწვი მშრალ პირსახოცში, როგორც აღწერილია ზემოთ. ამის შემდეგ უმჯობესია, ტანსაცმელი საკიდზე დაკიდოთ და გარეთ სუფთა ჰაერზე ან კარგად ვენტილირებულ ოთახში გაიტანოთ. გამოიყენეთ ძაღლის ან კატის ჯაგრისი, რომელიც დაგეხმარებათ, რომ თქვენი რჩეული ტანსაცმელი კიდევ უფრო ფაფუკი იყოს.
საღამო რესტორანში გაატარეთ და შემდეგ ხელოვნური ბეწვის პალტოზე საჭმლის ძლიერი სუნი დარჩა? ეს არ ნიშნავს, რომ ხელოვნური ბეწვი სარეცხ მანქანაში უნდა მოხვდეს. უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად საკმარისია, ხელოვნური ბეწვი სააბაზანოში დაკიდოთ შხაპის მიღებისას. ორთქლი ფაქიზად აცილებს სუნს.
ფაქიზი ხელოვნური ბეწვის გასასუფთავებლად რეკომენდებულია გამოიყენოთ ძალიან მსუბუქი სარეცხი საშუალება. Perwoll შალი და აბრეშუმი თანამედროვე პროდუქტია ბოჭკოების მოვლისთვის, რომელიც ხელოვნურ ბეწვს სიფაფუკეს უნარჩუნებს. გავლების ციკლის დაწყებისას დაამატეთ ქსოვილის დამარბილებელი მცირე დოზით, ეს შედეგებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.