Skip to Content

რეცხვის სიმბოლო: სწორი მოვლის გასაღები

მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოს უდიდეს ნაწილს სარეცხი მანქანა აგვარებს, მანამდე არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შალის მანქანაში გარეცხვისას უნდა გაითვალისწინოთ. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ აგიხსნით, ამასთან როგორ უნდა იმოქმედო.

შენი ტანსაცმლის ეტიკეტის ტიპიური მოვლის სიმბოლოები

პირველი ნაბიჯი ტექსტილის ოპტიმალური მოვლისათვის – შალი არ არის გამონაკლისი – გადაავლეთ თვალი თქვენი ტანსაცმლის ეტიკეტს. მასზე მოცემული რეცხვის სიმბოლოები არამხოლოდ რეცხვასთან დაკავშირებულ მითითებებს იძლევიან, არამედ მის შემდგომ მოვლისაც. რეცხვისა და მოვლის სიმბოლოების სწორი ამოკითხვა, განსაკუთრებით მნიშვნალოვანია აბრეშუმის, შალის და სხვა მგრძნობიარე ქსოვილებისთვის.

ხელით რეცხვა

ეს რეცხვის სიმბოლო ნიშნავს, რომ ტანსაცმელი ირეცხება მაქს. 30°C-ზე მხოლოდ ხელით (რეკომენდაციებს ხელით რეცხვაზე ჩვენგან მიიღებ) ან სპეციალური ხელით-რეცხვის პროგრამა ხელით რეცხვადი შალისათვის მანქანაში გარეცხვის ფუნქციით.

რეცხვის დელიკატური რეჯიმი

რეცხვის ეს სიმბოლო ტიპიურ მოვლის სიმბოლოს წარმოადგენს ისეთი ნაზი ქსოვილებისათვის, როგორიც არის აბრეშუმი და შალი. განსაკუთრებული სახის შალის ტექსტილი, რომელზეც ეტიკეტი „Woolmark“ არის მოთავსებული მიუთითებს „სარეცხი მანქანის მიმართ მდგრადობას“ მაგ. „Machine Washable Wool“ (სარეცხი მანქანის მიმართ მდგრადი შალი) შეგიძლიათ უპრობლემოდ გარეცხოთ ნებისმიერი სარეცხი მანქანის დელიკატური რეცხვის რეჯიმში და რეცხვის შემდეგ მსუბუქად გაწუროთ.

არ გარეცხოთ

შენს საყვარელ, ახალი შალის პულოვერის ეტიკეტზე შემდეგი რეცხვის სიმბოლო აღმოაჩინე? ასეთი აღნიშვნის მქონე ტანსაცმელის გარეცვა არც ხელით არის დაშვებული და არც სარეცხი მანქანით. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია სპეციალურ წმედას მიმართო.

დელიკატური შრობის რეჯიმი

მოვლის ეს სიმბოლო ახება არამხოლოდ რეცხვას, არამედ მის შემდეგ სწორ მოვლას. ეტიკეტზე ამ სიმბოლოს მქონე ტანსაცმელები უნდა გაშრეს (შეშრეს) სარეცხის საშრობში დაბალ ტემპერატურაზე.

არ გააშროთ საშრობში

დაუშვებელია სარეცხის საშრობში ისეთი ტანსაცმლის გაშრობა, რომლის ეტიკეტზეც აღნიშნული მოვლის სიმბოლოა მოცემული. უმჯობესია სწორად განათავსო ტანსაცმელი და დაელოდო სანამ ჰაერზე გაშრება.

დააუთავე მხოლოდ დაბალ ტემპერატურაზე

რათქმაუნდა მოვლის ხშირად გამოყენებულ სიმბოლოებს შორის შალის დაუთავების სიმბოლოც არ უნდა გამოგვრჩეს. ეტიკეტზე მოცემული მოვლის სიმბოლოს თანახმად, ასეთი ტანსაცმელი დაბალ ტემპერატურაზე უნდა დაუთავდეს. მბზინავი ან ნივთები რომელიც ადვილად იჭმუჭნება აუცილებლობის შემთხვევაში უნდა დაუთავდეს მშრალი საუთაო ბადეს გამოყენებით ან შიდა მხრიდან.

არ დააუთაოთ

მოვლის ეს სიმბოლო კითხვებს არ აჩენს: დაუთავება აქ არ არის დაშვებული. უმჯობესია ტანსაცმელი უბრალოდ გაასწოროთ და სიბრტყეზე განათავსოთ.

ყველა რეცხვისა და მოვლის სიმბოლოს მიმოხილვა

შენი ტანსაცმლის ეტიკეტზე არსებული რეცხვისა და მოვლის სიმბოლოები განსხვავდება ზემოთ მოცემულისგან? მაშინ, ნახე მათი მნიშვნელობა ჩვენს ჩამონათვალში.

თუ რეცხვის ეს სიმბოლოა მითითებული, ტანსაცმლის გარეცხვა შესაძლებელია სარეცხ მანქანაში მაქსიმუმ 40°C-ზე.

რეცხვის ეს სიმბოლო მიუთითებს, რომ ტანსაცმლის გარეცხვა შესაძლებელია სარეცხ მანქანაში მაქსიმუმ 50°C-ზე.

ასეთ შემთხვევაში დასაშვებია რეცხვა სარეცხ მანქანაში მაქსიმალური ტემპერატურით 60°C.

რეცხვის ამ სიმბოლოს მქონე ტანსაცმლის გარეცხვა შესაძლებელია სარეცხ მანქანაში მაქსიმუმ 70°C-ზე.

ეს სიმბოლო მიუთითებს რეცხვაზე სარეცხ მანქანაში 95°C-ზე ტემპერატურით.

რეცხვის ეს სიმბოლო მიუთითებს იმაზე, რომ შენი ტანსაცმელი დელიკატურ რეცხვის რეჯიმში (მაგ. მარტივი მოვლის ან დელიკატური რეცხვის პროგრამა) მაქსიმუმ 40°C-ზე უნდა გაირეცხოს.

ეს სიმბოლოც მიუთითებს დელიკატურ რეცხვის რეჯიმზე (მაგ. მარტივი მოვლის ან ნაზი რეცხვის პროგრამა), ნებისმიერ შემთხვევაში მაქსიმუმ 50°C.

ამ სიმბოლოს მქონე ტანსაცმელი გარეცხე დელიკატური რეცხვის რეჟიმში (მაგ.მარტივი მოვლა ან ნაზი რეცხვის პროგრამა) არაუმეტეს 60°C ტემპერატურაზე.

ნიჟარის ქვეშ არსებული ორი ხაზი მიუთითებს სპეციალურ დელიკატურ რეცხვის რეჯიმზე, სადაც მაქსიმალური დასაშვები ტემპერატურა 30°C-ია.

ამ რეცხვის სიმბოლოს მქონე ტანსაცმელი განსაკუთრებით დელიკატური რეცხვის რეჟიმში იტანს არაუმეტეს 40°C ტემპერატურას.

მოვლის ეს სიმბოლო გაცნობებთ, რომ ტანსაცმელი ჩვეულებირვად შეგიძლიათ საშრობში მოათავსოთ.

ამ სიმბოლოს მქონე სამოსი მწვეთავად სველ მდგომაორეობაში ჩრდილში სიბრტყეზე განათავსეთ.

მე ყველაზე კარგად სარეცხ თოკზე ვშრები – ამბობს ამ ნიშნის მქონე ქსოვილი.

ეს სიმბოლო ასევე მიუთითებს შრობას სარეცხ თოკზე, ჩრდილის პირობებში.

ამ მონაცემის მქონე ეტიკეტიანი სამოსი ასევე შეგიძლიათ სარეცხ თოკზე გააშროთ ჩრდილში, მწვეთავად სველ მდგომარეობაში.

რას ნიშნავს შენთვის ეს სიმბოლო? ტანსაცმელი გასაშრობად ჩრდილში სწორად განთავსებული უნდა იყოს.

მწვეთავად სველ მდგომარეობაში გაშრობა არ შეესაბამება ტანსაცმელს ამ მოვლის სიმბოლოთი.

უთოზე ორი წერტილი მიუთითებს, რომ ტანსაცმელი მხოლოდ საშუალოდ ცხელი ტემპერატურით, ანუ არაუმეტეს 150°C-ზე უნდა დააუთაოთ.

სამი წერტილი ასევე მიუთითებს დაუთავების საშუალოდ ცხელ ტემპერატურაზე, მაგრამ არაუმეტეს 200°C.

თუ ეტიკეტზე ეს სიმბოლოა მოცემული, სრულიად უნდა შეიკავო თავი მათეთრებლისგან – გარეცხე მხოლოდ ფერადი და დელიკატური მოვლის სარეცხი საშუალებით.

ტანსაცმელი, რომელზეც ეს სიმბოლოა მოთავსებული ნაკლებად მგრძნობიარეა და შესანიშნავად იტანს როგორც ქლორით, ისე მათეთრებლით (მაგ. უნივერსალური სარეცხი საშუალება) დამუშვებას.

ეს სიმბოლო მიუთითებს, რომ შესაბამისი ტანსაცმლის დამუშავება შესაძლებელია მათეთრებლით (მაგ. უნივერსალური სარეცხი საშუალება).

ამ სიმბოლოს მქონე ტანსაცმელი უნდა მოარიდო ქიმწმენდას.

ამ სიმბოლოსას კი პირიქით: გთხოვთ მხოლოდ ქიმწმენდა გამოიყენო!

ახლა ცოტა გართულდება: ტანსაცმელი, ეტიკეტზე ამ სიმბოლოთი შესაძლებელია მხოლოდ გაიწმინდოს ნახშირწყალბადით, პერქლორეთილენით, ისევე როგორც R113 და R11 ხსნარებით.

R113- და ნახშირწყალბადის საშუალებები არ წარმოადგენს პრობლემას ამ მოვლის სიმბოლოს მქონი ტანსაცმლისათვის.

სველი წმენდის პროცესი? სიმბოლოს თანახმად, ეს პრობლემა არ არის!

ნახშირწყალბადით, პერქლორეთილენით და R113 და R11-ხსნარებით წმენდა ამ სიმბოლოს თანახმად დასაშვებია, თუმცა შეზღუდული ტენიანობისა და ტემპერატურისას.

ეტიკეტზე ასეთი სიმბოლოს აღმოჩენისას, შეგიძლია შენი ტანსაცმელი R113-ითა და ნახშირწყალბადით გაწმინდო. თუმცა, ამასთან ყურადღება მიაქციე ტენიანობისა და ტემპერატურის შეზღუდვებს.

სიმბოლოებს, დასაშვები სველი წმენდისათვის უკვე გაეცანი. ეს სიმბოლო პატარა დამატებას წარმოადგენს შემდეგზე: „ტენიანობის და ტემპერატურის მომატებისას მოქმედებს შეზღუდვები“.

სწორად ჩატვირთეთ სარეცხი მანქანა

მას შემდეგ რაც მოვლისა და რეცხვის სიმბოლოებს შეამოწმებთ, საქმე სარეცხი მანქანის ჩატვირთვაზე დგება. ყურადღება მიაქციე, რომ დოლურა არ იყოს გადავსებული, რადგან ჭარბი დატვირთვა ქსოვილს რეცხვის დროს მექანიკურად აზიანებს. ამასთან არსებობს საფრთხე, რომ სარეცხი საშუალება სათანადოდ არ გაიხსნას. ყველა ისეთი ნაზი ქსოვილისათვის, როგორიც არის შალი და აბრეშუმი, დოლურა ყოველთვის მეოთხედზე უნდა იყოს შევსებული.

ჩვენი რეკომენდაცია
გარეცხვამდე:

  • შეკარით ყველა შესაძლო სამაგრი, ღილები და სხვა
  • დააცარიელეთ ჯიბეები
  • ტანსაცმელი მარცხნივ მოაბრუნეთ
  • დააცალკევეთ მუქი და ღია, ან თეთრი ტანსაცმელი, რათა შესაძლო ფერის გადასვლა აირიდოთ თავიდან

აირჩიეთ რეცხვის პროგრამა და ტემპერატურა

თუ შენი შალის ტანსაცმლის ეტიკეტზე დაინახავ ხელით რეცხვის მოვლის სიმბოლოს, აირჩიე შენს სარეცხ მანქანაზე ხელით რეცხვის პროგრამა და ტემპერატურა დააყენე რეკომენდაციის შესაბამისად.

თუ ეტიკეტი მოხსნილი გაქვს და ვერ იხსენებ რეცხვის ზუსტ მითითებას, მაინც ხელით რეცხვის პროგრამა აირჩიე. დარწმუნებული რომ იყო, ტემპერატურა ცივი წყლით რეცხვაზე დააყენე. თუ შენი სამოსის ქსოვილი სარეცხი მანქანის მიმართ მდგრადი შალისგან შედგება, გარეცხე ის სარეცხ მანქანაში შალის ან დელიკატური რეცხვის რეჟიმზე 30°C-მდე ტემპერატურაზე.

ჩვენი რეკომენდაცია

თუ შენ განსაკუთრებით ნაზი ქსოვილის გარეცხვა გსურს, როგორიც მაგალითად ქაშმირია, ხელით რეცხვის პროგრამა და ცივი წყალი აირჩიე.