Skip to Content

შეკითხვები და პასუხები

  • აირჩიეთ ხელით რეცხვის პროგრამა/ შალის რეცხვის პროგრამა ან ფრთხილად გარეცხეთ ნაწარმი  ხელით
  • გამოიყენეთ სპეციალური რბილი სარეცხი საშუალებები, როგორიცაა პერვოლი დელიკატური ქსოვილებისთვის 
  • მოერიდეთ მექანიკურ ზემოქმედებას (ხახუნი, გაწურვა და ა.შ.)
  • დაასველეთ ნაწარმი პირსახოცით
  • გააშრეთ ნაწარმი სწორ ზედაპირზე

უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია, ასევე სასარგებლო რჩევები შალის ქსოვილის მოვლასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ განყოფილებაში "შალი".

შალის ჯემპრების, მოსაცმელებისა და შარფების ზედაპირი რეცხვის შემდეგ შეიძლება აიბურძგნოს.  ამიტომ საჭიროა რეცხვის შესაბამისი პროგრამისა და შალისთვის განსაკუთრებული სარეცხი საშუალების არჩევა. პერვოლი დელიკატური ქსოვილებისთვის ბალზამით და ბამბუკის ექსტრაქტით იცავს ქსოვილის ბოჭკოებს ყოველი რეცხვისას და წარმოუდგენლად არბილებს მათ.

მექანიკური ზემოქმედებისას (ხახუნი, გაწურვა ან მოჭერა) დაგრეხილი შალის ბოჭკოები ერთმანეთს ეკვრის. რეცხვის მაღალმა ტემპერატურამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს შალის ბოჭკოების გაჟღენთა.  უნივერსალური სარეცხი საშუალების ან ფერადი ქსოვილების სარეცხი საშუალების გამოყენებით შალის სარეცხი საშუალების ნაცვლად თქვენ შეიძლება დააზიანოთ შალის ნაწარმი. ქსოვილზე შეიძლება გაჩნდეს ნახვრეტები. ამიტომ უნდა გამოიყენოთ პერვოლი დელიკატური ქსოვილებისთვის.

თუკი შალის ნივთის იარლიყზე არის სიმბოლო "მანქანით რეცხვა", მისი გარეცხვა სარეცხ მანქანაში შიშის გარეშე შეგიძლიათ. ასეთ შემთხვევაში აირჩიეთ რეჟიმი შალისთვის და ატრიალეთ დოლურაში არა უმეტეს 20 წამისა. დელიკატური შალის ნივთები ასევე შეგიძლიათ გარეცხოთ შალის ხელით რეცხვის რეჟიმში პერვოლით დელიკატური ქსოვილებისთვის. მისი რბილი ქაფი გარს ეკვრის შალის ბოჭკოებს და იცავს მათ მექანიკური ზემოქმედებისაგან მანქანით ან ხელით რეცხვისას.

ბუმბულს მაღალი ელასტიკურობა ახასიათებს. სითბოს შენარჩუნების უნარი დამძიმების გარეშე ბუმბულს ყველაზე პოპულარულ მასალად აქცევს ლოგინის ნივთებისა და თბილი და კომფორტული  ზამთრის ტანსაცმლის დამზადებისთვის. გარეცხეთ ბუმბული პერვოლით დელიკატური ქსოვილებისთვის შალის ან დელიკატური ქსოვილების რეჟიმში 30 °C -ზე. ბუმბულის ნაწარმი ან ლოგინის ნივთები გააშრეთ ჰაერზე, ისე,  რომ დააწყოთ სწორ ზედაპირზე და პერიოდულად შეანჯღრიეთ. მათი მოთავსება ასევე შეგიძლიათ საშრობ მანქანაში მინიმალურ ტემპერატურაზე.

ქვედა საცვლები და მაკორექტირებელი საცვლები, ასევე წინდის ნაწარმი ძირითადად ხელოვნური ბოჭკოებისგან შედგება, როგორებიცაა: პოლიამიდი, პოლიესტერი და პოლიაკრილი, ხანდახან სხვა ბოჭკოების მცირე რაოდენობის დამატებით, როგორებიცაა ვისკოზა ან ბამბა. ამ სახის ბოჭკოებს მრავალი უპირატესობა გააჩნია: ისინი კარგად ინარჩუნებს ფორმას,  არ ითელება, ადვილად ირეცხება, მალე შრება და არ სჭირდება დაუთოება. ფერადი სინთეტიკური ნივთები უნდა გაირეცხოს არა უმეტეს 40°C ტემპერატურაზე პერვოლით დელიკატური ქსოვილებისთვის. რეცხვის შემდეგ თეთრეული გაფინეთ გასაშრობად, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. თუკი აუცილებელია, გააუთოვეთ თეთრეული დაბალ ტემპერატურაზე ტენიანი ქსოვილის ქვეშ.

სელის ქსოვილი, რომელიც ქსოვილის უძველესი სახეობაა, მზადდება სელის ღეროებისგან. ამ მტკიცე მასალას მბრწყინავი ზედაპირი აქვს, არ იბურძგნება და გამძლეა ჭუჭყის მიმართ. ფერადი, გაუთეთრებელი სელი უნდა გაირეცხოს დელიკატური რეცხვის რეჟიმში არა უმეტეს 40 °C ტემპერატურაზე პერვოლით დელიკატური ქსოვილებისთვის. რეცხვის შემდეგ ოდნავ გაჭიმეთ სელის ქსოვილის ნაწარმი და გაფინეთ გასაშრობად. არასდროს გააშროთ სელის ნივთები საშრობ მანქანაში ან მცხუნვარე მზეზე. სელის ქსოვილი უნდა დაუთოვდეს ოდნავ  დატენიანებულ მდგომარეობაში შიდა პირიდან.

აბრეშუმს მოიპოვებენ თუთის აბრეშუმის ძაფის ჭიის პარკებიდან. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქსოვილის სახე. აბრეშუმის ნივთები რეცხვის წინ უნდა დახარისხდეს ფერების მიხედვით, რადგან ქსოვილი შეიძლება გახუნდეს. გარეცხეთ აბრეშუმი შალის ან დელიკატური ქსოვილების რეჟიმში 30 °C ტემპერატურაზე ან აირჩიეთ სპეციალური რეჟიმი აბრეშუმის ქსოვილებისთვის. თუკი ნებადართულია მხოლოდ ხელით რეცხვა, ნაწარმის რეცხვა რეკომენდებულია სწრაფად და ფრთხილად ქაფში არა უმეტეს 30 °C ტემპერატურის წყალში. აბრეშუმის ქსოვილი არ უნდა დაისრისოს, დაიგრიხოს ან გაიწუროს. მანქანით რეცხვისას საჭიროა ხელით რეცხვის სპეციალური რეჟიმის ან შალის რეჟიმის არჩევა. არ დაალბოთ აბრეშუმის ნივთები და არ დატოვოთ დიდი ხნით საპნიან ხსნარში. აბრეშუმის ნივთები უნდა გააშროთ სწორ ზედაპირზე, სწრაფად გაშრობადი აბრეშუმის ბლუზები ან პერანგები უმჯობესია გაშრეს უღელაზე. არ გააშროთ აბრეშუმის ნაწარმი ბატარეაზე, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, აბრეშუმის ნივთები უნდა გაუთოვდეს შიდა მხრიდან დაბალ ტემპერატურაზე, ამასთან, ქსოვილი ოდნავ ტენიანი უნდა იყოს.

ამინდის ზემოქმედებისგან დამცავი ტანსაცმელი მემბრანული ქსოვილებისგან ან მიკროფიბრისგან უმჯობესია გაირეცხოს პერვოლი Active & Sport-ით. აირჩიეთ დელიკატური რეცხვის რეჟიმი წყლის დიდი რაოდენობით და დოლურას ბრუნვის მცირე სიჩქარით, შემდეგ უბრალოდ გააშრეთ ტანსაცმელი ბარაბანში.

სინთეტიკური ბოჭკოებისგან შექმნილი ქსოვილი ძალიან პოპულარულია. მათი რეცხვა რეკომენდებულია პერვოლი Active & Sport-ით არა უმეტეს 40°C ტემპერატურაზე დელიკატური რეცხვის რეჟიმში. სარეცხი საშუალების განსაკუთრებული კომპონენტები აღწევს ბოჭკოებში რეცხვის დროს და ანეიტრალებს უსიამოვნო სუნს. შემდეგ გაფინეთ ტანსაცმელი გასაშრობად. მოარიდეთ მზის პირდაპირი სხივების მოხვედრას.

სინთეტიკური ბოჭკოებისგან შექმნილი ქსოვილი ძალიან პოპულარულია. მათი რეცხვა რეკომენდებულია პერვოლი Active & Sport-ით არა უმეტეს 40°C ტემპერატურაზე დელიკატური რეცხვის რეჟიმში. სარეცხი საშუალების განსაკუთრებული კომპონენტები აღწევს ბოჭკოებში რეცხვის დროს და ანეიტრალებს უსიამოვნო სუნს. შემდეგ გაფინეთ ტანსაცმელი გასაშრობად. მოარიდეთ მზის პირდაპირი სხივების მოხვედრას.

საშუალება პერვოლი აღდგენის ეფექტი თეთრისთვის განკუთვნილია სპეციალურად ბამბის, სელის, სინთეტიკის, აბრეშუმის და შერეული ქსოვილების თეთრი ნივთების რეცხვისთვის. ის ასევე გამოდგება ფარდების რეცხვისთვის: მისი შემადგენლობა, რომელიც არ შეიცავს მათეთრებელს, ასწორებს ნატურალურ ბოჭკოებს, რომლებიც დროთა განმავლობაში უფერულდება, და სიცოცხლეს უბრუნებს გაუფერულებულ თეთრ ქსოვილს.

ხშირი რეცხვის შედეგად ტანსაცმელი შეიძლება გახუნდეს. აღდგენის ეფექტი მუქისთვის, აღდგენის ეფექტი თეთრისთვის და აღგენის ეფექტი ფერადისთვის, სერიიდან აღდგენის ეფექტი,  საშუალებების განსაკუთრებული შემადგენლობა, რომელიც არ შეიცავს საღებავებს, აღადგენს თქვენი საყვარელი ნივთების სიკაშკაშეს და სილამაზეს. ყოველი რეცხვის შემდეგ გახუნებულ ტანსაცმელს სიცოცხლე უბრუნდება, კვლავ იძენს ფერის ელვარებას და სიახლეს.

პერვოლი აღგენის ეფექტის სერიის საშუალებებში არ არის არც მათეთრებელი, არც საღებავები: მათი შემადგენლობა ასწორებს დროთა განმავლობაში გახუნებულ ქსოვილის ბოჭკოებს და აცილებს მათი ზედაპირიდან ნაცრისფერ ფენას, უბრუნებს ტანსაცმელს უწინდელ ფერს. მხოლოს სწორ ბოჭკოებს შეუძლია შუქის ეფექტურად არეკვლა, რისი წყალობითაც ქსოვილის ფერი ინტენსიური ხდება.

თეთრი ნივთების ქსოვილის ბოჭკოები არა მხოლოდ სუფთა, არამედ სწორი, ერთმანეთთან მჭიდროდ მიკრულიც   უნდა იყოს: მხოლოდ მაშინ ირეკლავს ისინი იდეალურად შუქს და ინარჩუნებს ბრწინვალებას, რომელიც დამახასიათებელია ახალი სამოსისთვის. პერვოლი აღდგენის ეფექტი თეთრისთვის საშუალების ეფექტური შემადგენლობა ასწორებს დროთა განმავლობაში გახუნებულ ბოჭკოებს. ყოველი ახალი რეცხვისას გაუფერულებულ ნივთებს სიცოცხლე უბრუნება, ისინი ხელახლა იძენს ბრწყინვალე სიქათქათეს. საშუალება არ შეიცავს მათეთრებელს.

საშუალება პერვოლი აღდგენის ეფექტი თეთრისთვის დაგეხმარებათ თეთრი ფარდებისთვის ძველი ბრწყინვალებისა და სიახლის დაბრუნებაში. საშუალება, რომელიც არ შეიცავს მათეთრებელს, სპეციალურად განკუთვნილია ბამბის, სელისა და სინთეტიკის თეთრი ნივთების მოვლისთვის. ის ასევე აღადგენს ფარდების ბრწყინვალებას და სიახლეს, უბრუნებს მათ უწინდელ სიქათქათეს.

პერვოლი აღდგენის ეფექტი ფერადისთვის ასწორებს დროთა განმავლობაში გაუფერულებულ ქსოვილის ბოჭკოებს და გახუნებულ სამოსს უწინდელ ინტენსიურ ფერს უბრუნებს. მხოლოდ სწორ ბოჭკოებს შეუძლია შუქის კარგად არეკვლა, რისი წყალობითაც ქსოვილის ფერი ინტენსიური ხდება. პერვოლი აღდგენის ეფექტი ფერადისთვის ასევე აღკვეთს საღებავების გადასვლას ერთი ნივთიდან მეორეზე რეცხვის დროს და უბრუნებს ფერებს მათ უწინდელ ბრწყონვალებას. საშუალება არ შეიცავს საღებავებს.