ვისკოზის კანთან შეხება სასიამოვნოა. ძვირფასი მასალა ხავერდის მსგავსად ციმციმებს და თითქმის ყველა მოდურ ტენდენციას ეთავსება — იქნება ეს ნატიფად ჩამოფენილი კაბები და შარვლები თუ ფრიალა შარფები ან ფერადი პერანგები. ეს ასეა, მაგრამ როგორ უნდა გარეცხოთ ვისკოზა სწორად ისე, რომ ბრწყინვალება შეინარჩუნოს? არც ისე მარტივია, რადგან ეს მასალა ფაქიზია.
ვისკოზის სწორად გარეცხვაში მისი თავისებურებების ცოდნა დაგეხმარებათ. ვისკოზა, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ხელოვნური აბრეშუმი, კომბინირებული პროდუქტია: ნახევრად ბუნებრივი, ნახევრად კი ქიმიური ქსოვილი. ვისკოზა მზადდება ცელულოზისგან, რომელიც დამატებით მუშავდება ქიმიურ ბაზაზე.
ვისკოზა ფაქიზია, ადვილად იჭმუჭნება და სწრაფად იკლებს ზომაში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, აირჩიოთ შესაბამისი ტემპერატურა და შესაფერისი სარეცხი საშუალება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საჭიროა, გაითვალისწინოთ ყველა შეზღუდვა ვისკოზისგან დამზადებული ქსოვილის გარეცხვისას, კერძოდ, როცა სამოსი მასალების ნარევისგან არის დამზადებული.
- ვინაიდან ვისკოზა ადვილად იკლებს ზომაში, მისთვის დაშვებულია მხოლოდ დაბალი ტემპერატურა 40°C-მდე. ეს ეხება არა მხოლოდ ვისკოზის მაისურის, არამედ სხვა ნებისმიერი სამოსის რეცხვას.
- თუ რისკზე წასვლა არ გსურთ, დაბალი ტემპერატურა უნდა აირჩიოთ და ვისკოზა 30°C-ზე გარეცხოთ. დაეჭვების შემთხვევაში გაეცანით ეტიკეტს მოვლისთვის.
- მასალის დაცვის მიზნით, რეკომენდებულია, სარეცხი მანქანის ბარაბნის მაქსიმუმ ორი მესამედი ნაწილი შეავსოთ.
- ელვა-შესაკრავებმა, კილიტებმა ან ხელოვნურმა ბრილიანტებმა შეიძლება გახეხვა და ლაქები გამოიწვიოს. უმჯობესია, თუ ასეთ ტანსაცმელს ცალკე გარეცხავთ.
- ზოგჯერ რეკომენდებულია ვისკოზის ცივად გარეცხვა, მაგალითად, თუ ეს ვისკოზის შარფია. უმჯობესია, გამოიყენოთ სარეცხი საშუალება, რომელიც შალისთვისაც შესაფერისია. ფრიალა შარფის ფორმისა და სიმსუბუქის შენარჩუნებაში შეიძლება მისი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გაშრობა და დაბალ ტემპერატურაზე ნაჭრის დაფარებით გაუთოება დაგეხმაროთ.
- არასათანადო მოვლა ვისკოზაზე ცუდად აისახება. თუ სამოსი დაპატარავდა, გარეცხეთ ხელახლა 40°C-ზე ან დაალბეთ წყალში, რომელშიც შერეული იქნება თმის მოვლის მსუბუქად მოქმედი პროდუქტი ჩვილებისთვის. ეს გახსნის ბოჭკოებს, რომ ფაქიზად დაუბრუნოთ ფორმა.
ვისკოზა, მისი სტრუქტურიდან გამომდინარე, ძალიან ადვილად იჭმუჭნება და სწორედ ამიტომ, ამ მასალისგან დამზადებული სამოსი არ არის შესაფერისი საშრობისთვის. უმჯობესია, ქსოვილები დაკიდოთ საკიდზე, სუფთა ჰაერზე. არასდროს დადოთ ქსოვილი რადიატორზე: იქ არსებული მაღალი ტემპერატურა ზომაში შემცირების რისკს ქმნის. ვისკოზა გარეცხვის შემდეგ კვლავ ლამაზი და რბილი რომ იყოს, დაიწყეთ დაუთოება, სანამ ქსოვილი მთლიანად გაშრება. მოათავსეთ ქსოვილი სველი ტილოს ქვეშ და გააუთოვეთ მეორე დონეზე. ამისთვის ორთქლის უთოც გამოდგება.
შესაძლოა, გიცდიათ ვისკოზის სამოსის პირველი გარეცხვა და სარეცხი მანქანიდან უცნაურ მდგომარეობაში გამოღება. ქსოვილი შეიძლება მუყაოსავით ხისტი იყოს. ნუ ღელავთ: არ გადააგდოთ სამოსი. ალბათ შენიშნავდით, რომ გაშრობისას ქსოვილი კვლავ რბილი ხდება და დაუთოების შემდეგ თავდაპირველ ტექსტურას იბრუნებს.
ვისკოზის ტანსაცმელი რომ ნამდვილად გასუფთავდეს, დარწმუნდით, რომ სარეცხი საშუალება დაბალ ტემპერატურაზეც მოქმედებს. ფაქიზი ქსოვილებისთვის შესაფერისია ზომიერი სარეცხი საშუალება. საუკეთესო არჩევანია თხევადი სარეცხი საშუალება, როგორიცაა შალი და აბრეშუმი Perwoll-ისგან, რომელიც ფერების ინტენსივობას ინარჩუნებს.
გააჩნია ვისკოზის ტიპს. მაგალითად, მოდიფიცირებული ვისკოზა ექსკლუზიურად წიფლის მერქნის ბოჭკოებისგან შედგება და განსხვავებულად იგრიხება. უპირატესობა: ქსოვილი უფრო სწრაფად შრება და თბოგაუმტარია. შესაბამისად, სელის ქსოვილები, სახლის ქსოვილები და საწოლის თეთრეული ხშირ შემთხვევაში დამზადებულია მოდიფიცირებული ვისკოზისგან, რომელიც მდუღარე წყალშიც შეიძლება გაირეცხოს. იგივე ითქმის ლიოცელზე, რომელიც ევკალიპტის ხეების მერქნისგან მიიღება და პოპულარულია საზაფხულო კაბებსა და საცვლებში.