Skip to Content

სპორტული ტანსაცმლის სარეცხი საშუალება: ფუნქციური და სპორტული ტანსაცმლის სათანადო გარეცხვა

ყველამ, ვისაც სპორტი უყვარს, იცის: სპორტული სამოსისთვის მნიშვნელოვანია, რომ მასალა მსუბუქი, ჰაეროვანი და ელასტიკური იყოს. ღია ცის ქვეშ სპორტის სახეობების შემთხვევაში, ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს წყლისა და ქარის გაუმტარობას. ფუნქციურობის შეძლებისდაგვარად დიდხანს შესანარჩუნებლად მაღალი ხარისხის სპორტული ტანსაცმლისთვის საჭიროა ეფექტური გასუფთავება, რომელიც ასევე დაიცავს ფაქიზ ბოჭკოებს. ამისთვის უნდა გამოიყენოთ სპეციალური სარეცხი საშუალებები სპორტული სამოსისთვის — მაგალითად, Perwoll-ისგან. ისინი ეფექტურად ასუფთავებს ოფლიან სპორტულ სამოსს და იცავს მასალას.

რა მიიღწევა სპორტული სამოსის სარეცხი საშუალებების მეშვეობით?

სპეციალურად სპორტსმენებისა და აქტიური ადამიანებისთვის შექმნილი ტანსაცმელი სულ უფრო იხვეწება. დიდი ხანია, წმინდა ბამბა ხელოვნურმა ფუნქციურმა ბოჭკოებმა ჩაანაცვლა, როცა საქმე მსუბუქ და სწრაფად შრობად სპორტულ სამოსს ეხება. მაგალითად, სირბილისთვის ან გარე აქტივობებისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი ხშირად ნაწილობრივ ან მთლიანად მზადდება პოლიესთერისგან, რომელიც სპანდექსთან ერთად მოძრაობის დიდ თავისუფლებას იძლევა და სწრაფად შრება. სპეციალურად სპორტული ტანსაცმლისთვის განკუთვნილი სარეცხი საშუალებები, როგორიცაა Perwoll Sport Activecare Advanced საგულდაგულოდ ასუფთავებს ტანსაცმელს, აცილებს ოფლის სუნს და ამავდროულად ეფექტურად იცავს. სხვა პროდუქტების (მაგალითად, საერთო დანიშნულების სარეცხი საშუალების) გამოყენებისას, შესაძლოა, დაზიანდეს სპორტული სამოსის პოზიტიური ფუნქციები, როგორიცაა ტენისა და ქარისგან დაცვა, მოძრაობის თავისუფლება და მოქნილობა, ასევე ჰაერგამტარობა.

სპორტული სამოსის გარეცხვა: სარეცხი საშუალების სათანადოდ გამოყენება

სპორტული ან ფუნქციური ტანსაცმლისთვის შესაფერისი სარეცხი საშუალების არჩევის გარდა, სპორტული სამოსის მასალის მოვლისას სხვა ასპექტებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თქვენი სპორტული სამოსით მაქსიმალურად დიდი ხნით რომ ისარგებლოთ, გაეცანით შემდეგ რჩევებს:

რეცხვის სიხშირე: სპორტული სამოსი გარეცხეთ ყოველი ჩაცმის შემდეგ. სარეცხი მანქანა და რეცხვის პროგრამა ყოველთვის აუცილებელი არ არის. თუ ტანსაცმელი საგულდაგულოდ ცოტა ხნის წინ გარეცხეთ, ხელით სწრაფად გარეცხვაც საკმარისი იქნება. სპორტული სამოსიდან ოფლის სუნის მოსაშორებლად ყურადღებით ამოავლეთ ტანსაცმელი სარეცხ საშუალებაში. ხელით სამ-ოთხჯერ გარეცხვის შემდეგ კვლავ შეგიძლიათ გამოიყენოთ სარეცხი მანქანა. ამისთვის გამოიყენეთ ხანმოკლე რეცხვის პროგრამა დაბალ ტემპერატურაზე და ბრუნვის დაბალი სიჩქარე, რომ არ დააზიანოთ ბოჭკოები. ზოგიერთ თანამედროვე სარეცხ მანქანას სპორტული სამოსის რეცხვის სპეციალური პროგრამებიც აქვს.

რეცხვის ტემპერატურა: სპორტული და ფუნქციური ტანსაცმლის უმეტესობისთვის რეცხვის მაღალი ტემპერატურა დაუშვებელია. ამის მიუხედავად, ტანსაცმლის უმეტესობა შეგიძლიათ უყოყმანოდ გარეცხოთ 30°C-ზე. დაეჭვების შემთხვევაში გაეცანით მიმაგრებულ ეტიკეტებს. მათზე მოცემულია ინფორმაცია ყველაფრის შესახებ, რაც ტანსაცმელების გარეცხვისას უნდა გაითვალისწინოთ. ამგვარად, თავიდან აიცილებთ რისკს, რომ საკმაოდ ძვირადღირებული სპორტული სამოსი გამოუსადეგარი გახდეს.

გაშრობა: არ მოათავსოთ სპორტული სამოსი დოლურის საშრობში. უმეტეს შემთხვევაში დოლურის საშრობის ტემპერატურა ზედმეტად მაღალია ფაქიზი მემბრანული ბოჭკოებისთვის. უმჯობესია, სპორტული ტანსაცმელი გააშროთ ჰაერზე, ეს უფრო მსუბუქი პროცესია.

რომელი სარეცხი საშუალებაა საუკეთესო ფუნქციური ტანსაცმლისთვის?

ფუნქციური ან სპორტული ტანსაცმლისთვის ყოველთვის გამოიყენეთ სპორტული ტანსაცმლისთვის განკუთვნილი თხევადი სარეცხი საშუალება, როგორიცაა Perwoll Sport Activecare Advanced. ის საგულდაგულოდ ასუფთავებს ოფლიან და ჭუჭყიან სპორტულ სამოსს, ამავდროულად კი იცავს მაღალი ხარისხის ბოჭკოებს. ამას გარდა, ის ანეიტრალებს ცუდ სუნს და ტანსაცმელს საოცარ სიხასხასეს სძენს. ის შექმნილია სპეციალურად სპორტული და ფუნქციური ტანსაცმლის თავისებურებების გათვალისწინებით. მაგალითად, სარეცხი საშუალება იცავს მემბრანულ ტანსაცმელს და უზრუნველყოფს, რომ ფუნქციური ქსოვილები მაქსიმალურად დიდი ხნით დარჩეს ქარ- და წყალგაუმტარი. ქსოვილის ტიპის მიხედვით, მემბრანული ქსოვილების მოფრთხილება არა მხოლოდ სპეციალური სარეცხი საშუალებების გამოყენებით შეგიძლიათ. დამატებით, რეგულარულად განაახლეთ დამცავი შრე წყალგაუმტარი აგენტებით. დაბოლოს, ტანსაცმლის ხშირი ჩაცმა და რეცხვა დროთა განმავლობაში დაცვით ფუნქციაზე აისახება.

რჩევა: სპორტული ქსოვილების მსგავსად, ყველა სხვა ტანსაცმლისთვის არსებობს ოპტიმალური სარეცხი საშუალება. მაგალითად, სცადეთ Perwoll შალი და აბრეშუმი შალის ტანსაცმლისთვის ან Perwoll Care & Refresh ყველა სხვა შერეული და სინთეზური ქსოვილებისთვის.

დაკავშირებული სტატიები

  • რეცხვის სიმბოლოები

    რას ნიშნავს ტანსაცმლის ეტიკეტზე მოცემული სიმბოლოები

  • საცვლების გარეცხვა — გზამკვლევი

    ჩვენ გაგიმხელთ, თუ როგორ შეძლო ნაზი საცვლებისთვის მრავალჯერადი რეცხვის შემდეგაც ახალი იერსახის შენარჩუნება!