Perwoll Perwoll

 

დებულებები კონფიდენციალურობის შესახებ

 

1. ზოგადი

კომპანია  Henkel AG & Co. KGaA, შემდგომში -  Henkel, პატივს სცემს ჩვენი  ვებგვერდის თითოეული სტუმრის კონფიდენციალურობას. წინამდებარით ჩვენ  წარმოვადგენთ ინფორმაციას იმ მონმაცემების შესახებ, რომლებსაც აგროვებს კომპანია  Henkel  და მათი გამოყენების შესახებ. თქვენ ასევე შეიტყობთ ამ ინფორმაციის სარწმუნობის შემოწმებისა და კომპანია  Henkel -ის მიერ მათი წაშლის ხერხების შესახებ, მონაცემები გროვდება, მუშავდება და გამოიყენება იმ ქვეყნის "მონაცემთა დაცვის შესახებ" დებულების თანახმად, სადაც მდებარეობს მონაცემთა დამუშავების განყოფილება. ჩვენ ყველა ზომას მივმართავთ  მათ დასაცავად. დებულება კონფიდენციალურობის შესახებ არ ეხება იმ ვებგვერდებს, რომლებზეც შეიძლება მოხვდეთ ჰიპერბმულების მეშვეობით  Henkel -ის ვებგვერდებზე,    

2. პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და გამოყენება

ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს. რომლებიც ეხება გარკვეულ პირს, მათი დამუშავებისა და მოხმარების მიზნით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ ისინი შეგყავთ ნებაყოფლობით ან წარმოადგენთ მკაფიო თანხმობას ამაზე. ამგვარი ქმედებების შესრულებით თქვენ იღებთ გამოყენების შემდეგ პირობებს.  ჩვენს ვებგვერდზე სტუმრობისას მონაცემები ავტომატურად ინახება ჩვენს სერვერებზე სისტემური ადმინისტრირებისთვის,, სტატისტიკისა ან სარეზერვო კოპირებისთვის. ასეთი მონაცემები მოიცავს თქვენი ინტერნეტ-პროვაიდერის სახელწოდებას, რიგ შემთხვევებში თქვენს  IP მისამართს, თქვენი ბრაუზერის ვერსიას,იმ კომპიუტერის საოპერაციო სისტემას, რომლიდანაც შედიხართ ჩვენს ვებგვერდზე , ვებგვერდს, რომლიდანაც ჩვენთან შემოდიხართ, ვებგვერდებს, რომლებსაც სტუმრობთ ჩვენი ვებგვერდის პარალელურად, და, თუკი გამოსადეგია, ჩვენი ვებგვერდის ძიების კრიტერიუმებს. გარემოებების მიხედვით ასეთი  მონაცემები შესაძლებლობას იძლევა, გარკვეული დასკვნა გაკეთდეს ვებგვერდის სტუმრის შესახებ. თუმცა, ამ კონტექსტში არ გამოიყენება არანაირი პერსონალური მონაცემი. ასეთი მონაცემები გამოიყენება მხოლოდ ანონიმური წარმოდგენის შემდეგ. თუკი Henkel მონაცემებს გადასცემს გარეშე მომსახურების მიმწოდებელს, ხდება ყველა იმ ტექნიკური და საორგანიზაციო ზომის მიღება, რომლებიც გარანტიას იძლევა, რომ მონაცემთა გადაცემა მოხდება მონაცემთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო დებულებების ფარგლებში.  

თუკი თქვენ ნებაყოფლობით გვაწვდით თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ჩვენ მათ არ გამოვიყენებთ, არ დავამუშავებთ და არ გადავცემთ კანონით დასაშვები ფარგლების დარღვევით ან იმ ფარგლების დარღვევით, რომლებიც მითითებულია თქვენ მიერ განცხადებაში თანხმობის შესახებ. მეტიც, ჩვენ თქვენს მონაცემებს გადავცემთ ვალდებულებების ფარგლებში სახელმწიფო ორგანოების ან სასამართლოს განკარგულებით. კონფიდენციალურობის შესახებ წინამდებარე დებულებების ყველა ცვლილება გამოქვეყნდება ამ გვერდზე. ამგვარად, თქვენ შეძლებთ, ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ მონაცემებს ვინახავთ და როგორ ვაგროვებთ და ვიყენებთ მათ.   

3. უსაფრთხოება

Henkel საიმედოდ შეინახავს თქვენს მონაცემებს და ამიტომ სიფრთხილის ყველა ზომას მიმართავს, რათა დაიცვას ისინი დაკარგვისგან. არასწორი მოპყრობისა ან ცვლილებისგან. Henkel-ის კონტრაგენტები, რომლებსაც აქვთ წვდომა თქვენს მონაცემებთან თქვენთვის მომსახურების გაწევის მიზნით Henkel-ის სახელით, ვალდებული არიან საიდუმლოდ შეინახოს ამგვარი ინფორმაცია და არ აქვთ მისი გამოყენების უფლება ნებისმიერი სხვა მიზნით. რიგ შემთხვევებში ჩნდება თქვენი მოთხოვნების Henkel-ის ფილიალებისთვის გადაცემის აუცილებლობა. თქვენი მონაცემები მაშინაც კონფიდენციალურად ითვლება.

4. ბავშვების პერსონალური მონაცემები

Henkel არ აპირებს 14 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვების მონაცემების შეგროვებას. აუცილებლობის შემთხვევაში Henkel შესაბამის ადგილზე პირდაპირი ფორმით მიაპყრობს ბავშვების ყურადღებას იმას, რომ მათ არ უნდა გაგზავნონ არანაირი ინფორმაცია Henkel-ში. იმ შემთხვევებში, როდესაც მშობლები ან კანონიერი მეურვეები შეიტყობენ, რომ ბავშვებმა პერსონალური მონაცემები მიაწოდეს Henkel-ს, ვთხოვთ მათ, დაგვიკავშირდნენ ქვემოთ მითითებულ მისამართზე (იხ. პ.6), თუკი ამ მონაცემების წაშლა აუცილებელია, და ჩვენ მათ დაუყოვნებლივ წავშლით.  

5. Cookies

დეტალური ინფორმაციის მიღება ამ საიტზე გამოყენებული Cookies -ის შესახებ შეიძლება ბმულზე გადასვლით (<<ბმული გვერდზე Cookies>>).

6. ვებ-ტრენინგი

(1) ეს ვებგვერდი აგროვებს და ინახავს მონაცემებს ბარკეტინგისა და ოპტიმიზაციისთვის.

მონაცემები შეიძლება გამოყენებული იქნას მომხმარებლის ანონიმური პროფილის შესაქმნელად. ამ მიზნით ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს. ის შესაძლებლობას გვაძლევს, ამოვიცნოთ თქვენი ვებ-ბრაუზერი.

თქვენს IP მისამართს  Google დააფიქსირებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფარგლებში და ევროპის ეკონომიკური ზონის სხვა ქვეყნების ფარგლებში აშშ-ში გადაცემამდე. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გადაეცემა IP მისამართი გუგლის სერვერებს აშშ-ში, სადაც ის დაფიქსირდება. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს  გააუქმოთ თქვენი თანხმობა მონაცემთა შეგროვებასა და შენახვაზე. ამისათვის უნდა დააყენოთ შესაბამისი დამატება Google-ის გაფართოებისთვის, რომლის ატვირთვაც შეგიძლიათ აქ (ბმული:     https://tools.google.com/dlpage/gaoptout)

თქვენს ბრაუზერზე დამატების დაყენების შემდეგ ის გზავნის Google Analytics-ში Google JavaScript (ga.js)-ის კოდს არ გადასცეს ინფორმაცია ვებგვერდის მონახულების შესახებ. ალტერნატივის სახით, რათა დაყენდეს დამატება ბრაუზერის ან მობილური მოწყობილობების გაფართოებისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბმული this link რათა შეწყდეს მონაცემთა ჩაწერა ამ ვებგვერდზე მომავალში (ამგვარი უარი გამოიყენება მხოლოდ მიმდინარე ბრაუზერისთვის და მხოლოდ ამ დომენისთვის). ამ მეთოდით თქვენს მოწყობილობაზე ინახება უარის Cookies. თუკი თქვენ წაშლით Cookies თქვენს ბრაუზერზე, თქვენ ხელახლა უნდა გამოიყენოთ ბმული. დეტალური ინფორმაციის მიღება ვებ-ტრეკინგის შესახებ შესაძლებელია   data privacy policy ბმულზე გადასვლით.

(2) DoubleClick – ეს არის მომსახურება, რომელსაც აწვდის  Google Inc., 1600 Amphitheatre Parkway, Mountain View, CA 94043, რომელსაც იმისთვის ვიყენებთ, რომ გაჩვენოთ შესაბამისი რეკლამა. ამისათვის გამოიყენება Cookies, რომლებიც არ შეიცავს პერსონალურ მონაცემებს. ამგვარი Cookies-ის გენერირებისას გამოიყენება თქვენი  IP მისამართი.  DoubleClick Cookies იყენებს თქვენი ბრაუზერისთვის მინიჭებულ  ანონიმურ საიდენტიფიკაციო ნომერს, რათა შეაგროვოს ეკრანული და სხვა რეკლამა. ეს შესაძლებლობას აძლევს  Google -ს და მის პარტნიორ საიტებს, დისფლეიზე აჩვენოს რეკლამა Henkel-ისა  და სხვა ვებგვერდების წინა მონახულებების საფუძველზე.   Google გადასცემს და ინახავს  DoubleClick Cookies-გან მიღებულ ინფორმაციას თავის სერვერზე, რომელიც შეიძლება სხვა ქვეყანაში მდებარეობდეს.

თქვენ შეგიძლიათ გამორიცხოთ  Cookies-ის შენახვა ბრაუზერის მომართვებში. თუკი  DoubleClick Cookies-ის გამოყენება უხერხულობას გიქმნით, შეგიძლიათ გადახვიდეთ ბმულზე  (www.google.com/settings/ads/onweb), რათა ატვირთოთ და დააყენოთ ბრაუზერის პლაგინი  DoubleClick მომსახურების გამორთვის მიზნით, რომელსაც გთავაზობთ  Google.

7. თქვენი სურვილები და შეკითხვები/ მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი

Henkel შლის შენახულ მონაცემებს კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროის გასვლის შემდეგ ან მათი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების წაშლა ნებისმიერ დროს. თქვენ ასევე უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს გააუქმოთ თქვენი თანხმობა თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებასა ან დამუშავებაზე მომავალში. ასეთ შემთხვევაში ან  სხვა სურვილების შემთხვევაში თქვენს პერსონალურ მონაცემეთან დაკავშირებით, გთხოვთ გაუგზავნოთ  e-mail ან წერილი მონაცემთა დაცვაზე ჩვენს პასუხისმგებელ პირს ბ-ნ ფრანკ ლიბიხს მისამართზე : Henkelstrasse 67, D 40191 დიუსელდორფი, გერმანია  (E-Mail: Datenschutz@henkel.com). ასევე, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ, თუკი გსურთ გაიგოთ, ვაგროვებდით თუ არა მონაცემებს თქვენს შესახებ და თუ - კი, მაშინ როგორს. შევეცდებით, დაუყოვნებლივ შევასრულოთ თქვენი  სურვილები.

8. მონაცემთა დამუშავების ღია რეესტრი

ფედერალური კანონით მონაცემთა დაცვის შესახებ  (BDSG) § 4-ში გათვალისწინებულია, რომ მონაცემთა დაცვაზე  პასუხისმგებელმა პირმა  უნდა წარუდგინოს ნებისმიერ პირს შემდეგი მონაცემები § 4 -ის თანახმად:

(1) პასუხისმგებელი ორგანიზაციის სახელწოდება :

Henkel AG & Co. KGaA

(2) პირადად პასუხისმგებელი პარტნიორი  / მმართველობა: Henkel Management AG Henkel Management AG   ჰანს ვან ბილენი (თავმჯდომარე), იან-დირკ აურისი, კარსტენ კნობელი, ბრუნო პიაცენზა, სილვია ნიკოლი, პასკალ ხუოდაერი

მონაცემთა დამუშავების პირველი კორპორაციული ვიცე-პრეზიდენტი: იოახიმ იაკლე

(3) პასუხისმგებელი ორგანიზაციის მისამართი: 4000191 დიუსელდდორფი, გერმანია

(4) მონაცემთა შეგროვების, დამუშავებისა და გამოყენების სავარაუდო ფასი: კორპორაციის მიზნები - ყველა სახის ქიმიური პროდუქციის წარმოება და გავრცელება, კერძოდ : - საწმენდი და სარეცხი საშუალებები, მოვლის საშუალებები, ქიმიური ნედლეული, საწები მასალები და სმრეწველო ქიმიკატები; პირადი ჰიგიების საშუალებები და კოსმეტიკა, ფარმაცევტული პროდუქცია; - კვების პროდუქტები, შესაფუთი მასალები; - ტექნიკური მოწყობილობა და დანადგარები; - უძრავი ქონების შეძენა და მართვა, სოფლის და სატყეო მეურნეობის მიწის ჩათვლით.  

კორპორაციას შეუძლია შეიძინოს ყველა სახის როგორც შიდა, ისე უცხოური კომპანიები ან მონაწილეობა მიიღოს მათში და განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა ან ქმედებები, რომლებიც მიმართულია კორპორაციის მიზნების მიღწევისკენ. (5) იმ პირტა აღწერა, რომლებიც ექვემდებარებიან მათი მონაცემების დამუშავებას,  და შესაბამისი მონაცემების ან მონაცემთა კატეგორიების აღწერა; მონაცემეიბი, რომლებიც დაკავშირებულია დამკვეთებთან, თანამშრომლებთან, პენსიონერებთან, ფილიალების თანამშრომლებთან, გარეშე ორგანიზაციების (ქვემენარდეების) თანამშრომლებთან, დაქირავებულ პერსონალთან, სამუშაოს მაძიებლებთან, გარეშე გამომგონებლებთან ან მიმღებებთან, შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებლებთან და პროვაიდერებთან, გარე დამკვეთებთან, მომხმარებლებთან, მოხალისეებთან მომხმარებლებზე ცდებში, კორპორაციის საიტების მნახველებთან, ინვესტორებთან, ასევე ფინანსურ ანალიტიკოსებსა და აქციონერებთან - რამდენადაც საჭიროა პ.7 (4)-ში მითითებული მიზნების მისაღწევად.

(6) მიმღებები ან მიმღებთა კატეგორიები, რომლებსაც შეიძლება გაეხსნათ მონაცემები შეტყობინებით: ხელისუფლების ორგანოები, ჯანმრთელობის დაზღვევის ფონდები და დამსაქმებლის პასუხისმგებლობის დაზღვევის ასოციაციები შესაბამისი სამართლებრივი დებულებების არსებობისას, გარეშე მენარდეები BDSG მე-11 პარაგრაფის თანახმად, მომსახურების გარეშე პროვაიდერები, Henkel-ის პენსიონერთა ასოციაცია, ფილიალები და შიდა განყოფილებები პ 7 (4)-ში მითითებული მიზნების მისაღწევად.

(7) მონაცემთა წაშლის ვადები: საკანონმდებლო ორგანოებმა გამოსცეს რიგი ვალდებულებებისა შენახვასთან დაკავშირებით ვადების მითითებით. მონაცემები იშლება შვეულებრივი წესით ამ პერიოდების გასვლისას. მონაცემები, რომლებიც ვერ ხვდება ამ დებულებების მოქმედების ქვეშ, იშლება არსებული მიზნების შეწყვეტისას, რომლებიც მითითებულია პ.7 (4)-ში.

(8) მონაცემთა დაგეგმილი გადაცემა მესამე ქვეყნებისთვის: როგორც მსოფლიო საინფორმაციო სისტემის ნაწილი, პერსონალური მონაცემები ხელმისაწვდომი უნდა იყოს გარკვეული მმარტველი პერსონალისთვის მესამე ქვეყნებში. მონაცემთა დაცვის საკითხები ევროკავშირის სტანდარტების ფარგლებში შეთანხმდება კონტრაქტებში შესაბამის კომპანიებთან.