ქვედა საცვლები და მაკორექტირებელი საცვლები, ასევე წინდის ნაწარმი ძირითადად ხელოვნური ბოჭკოებისგან შედგება, როგორებიცაა: პოლიამიდი, პოლიესტერი და პოლიაკრილი, ხანდახან სხვა ბოჭკოების მცირე რაოდენობის დამატებით, როგორებიცაა ვისკოზა ან ბამბა. ამ სახის ბოჭკოებს მრავალი უპირატესობა გააჩნია: ისინი კარგად ინარჩუნებს ფორმას, არ ითელება, ადვილად ირეცხება, მალე შრება და არ სჭირდება დაუთოება. ფერადი სინთეტიკური ნივთები უნდა გაირეცხოს არა უმეტეს 40°C ტემპერატურაზე პერვოლით დელიკატური ქსოვილებისთვის. რეცხვის შემდეგ თეთრეული გაფინეთ გასაშრობად, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. თუკი აუცილებელია, გააუთოვეთ თეთრეული დაბალ ტემპერატურაზე ტენიანი ქსოვილის ქვეშ.